ძაღლის წამებისთვის დაკავებული კაცი პატიმრობაში დატოვეს
კაცი, რომელიც ძაღლის წამებისთვის დააკავეს, დღეს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
ბოლნისის სასამართლოს მოსამართლემ შემდეგი სხდომა 13 მარტისთვის ჩანიშნა.
ინავრის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი ვიდეო, სადაც 50 წლამდე მამაკაცი სასტიკად უსწორდება ძაღლს. ცემს უმაწყოლად ხელკეტით, როდესაც ჯოხი უტყდება ახალს იღებს და ცხოველის ცემას განაგრძობს. ეს შემზარავი კადრები საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოძალადე კაცი დაეკავებინათ. ამის შემდეგ არანაკლებ მძიმე ამბავი გახდა ცნობილი, სადაც ასევე დაკავებული არიფ გოიშოვი ფიგურირებს. საქმე არასრულწლოვანის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ეხება.
გოიშოვი მომხდარის შემდეგ გოგონას ახლობლებმა სასტიკად სცემეს. ამ ფაქტს დაკავებულის დედა უყვება "პირველებს". ფიზიკური ანგარიშსწორება მას შემდეგ მოხდა, რაც მოზარდი გოგონას ახლობლებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს. თუმცა პოლიციისთვის მაშინ არ მიუმართავთ და პირადად გაუსწორდნენ სავარაუდო მოძალადეს. ეს ამბავი კი მარნეულში მას შემდეგ გახმაურდა რაც ძაღლის სასტიკი ცემის კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში.