ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად - ღარიბაშვილი ,,ენმ"-ს ადანაშაულებს

30.07.21 11:37
ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად - ღარიბაშვილი ,,ენმ"-ს ადანაშაულებს

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. პრემიერმა არ უპასუხა კითხვას, როგორ აუხსნა შარლმ მიშელს "ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია.

მინდა, განვაცხადო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც იყო ცალმხრივად გაფორმებული. რეალურად კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მიერ, რომ ჩვენ 100 დღის განმავლობაში ცალმხრივად ვასრულებდით შეთანხმებას, მინდა, დავაფიქსირო მადლიერება პრეზიდენტი მიშელის მიმართ, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის.  ნახეთ, რომ სრულიად  უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა "ნაცმოძრაობამ" სააკაშვილის დავალებით, კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი, მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს, შესაბამისად ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ენმ-ს, როგორც მთავარი ოპოზიციური და დექსტრუქციული ამავდროულად პარტიის  პოზიცია, მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს და აშშ-ს. ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები", - თქვა ღარიბაშვილმა.