ეს არის უკვე წელს აზერბაიჯანელი პოლიტდევნილის საზღვარგარეთ სიკვდილის მესამე შემთხვევა - აფგან მუხთარლი

30.07.21 13:09
ეს არის უკვე წელს აზერბაიჯანელი პოლიტდევნილის საზღვარგარეთ სიკვდილის მესამე შემთხვევა - აფგან მუხთარლი

არ მჯერა თვითმკვლელობის ვერსიის, როგორ ავიდა სამსახურის საძებნელად სასტუმროში მისული ადამიანი მეშვიდე სართულზე და გადმოხტა - ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, ,,პირველებთან" ბაქოდან დევნილი მოქალაქის თბილისის ცენტრში ბურუსით მოცული სიკვდილის საქმეზე. აფგან მუხთარლი დარწმუნებულია, რომ პოლიციამ ფაქტი შეგნებულად დამალა.

მე არ მჯერა თვითმკვლეობის ვერსიის... მისი მობილური ტელეფონი და საფულე დევს იქ მეშვიდეზე სართლზე, თუ ადამიანი თავს იკლავს, პირად ნივთებს ცალკე ალაგებს? ეს არის უკვე წელს აზერბაიჯანელი პოლიტდევნილის საზღვარგარეთ სიკვდილის მესამე შემთხვევა. მას თავს დასხნენ თბილისის ცენტრში და სასტიკად სცემს, მაშინ არავინ დააკავეს და ამ შემთხევიდან ორ დღეში ამბობენ რომ გადახტა? მე არ მჯერა ამ ვერსიის, რატომ დამალეს ამბავი, მე გავიგე გუშინ. თუ ის 14 ივლისს გადმოხტა რატომ არ გაავრცელა პოლიცამ განცხადება ერთხელ მაინც, მათ უნდოდათ ცხედრის აზებაიჯანში  ჩუმად გადასვენება და ფაქტის მიჩქმალვა - აცხადებს ტვ პირველთან საუბარში აფგან მუხთარლი.

ირკვევა, რომ ჰუსეინ ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე სატელეფონო საუბარი ჰქონდა, შემდეგ კი არაერთი თვიმხილველის თვალწინ სასტუმრო ,,სტამბას" მეშვიდე სართულიდან გადახტა. ჰუსეინ ბაკიხანოვი ადგილზე გასაუბრების მიზნით მივიდა, შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როცა მას სასტუმროს ტერიტორიას ათვალიერებინებდნენ.