სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის მოსაძებნად ახლობლები სითბური დრონებით დახმარებას ითხოვენ
სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის მოსაძებნად სითბური დრონებით დახმარებას ითხოვენ - მეხუთე დღეა, რაც ახალგაზრდებს ეძებენ. ისინი ბოლოს ახლობლებთან კონტაქტზე ორი დღის წინ გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაიკარგნენ.
თუნდაც უბრალოდ გაკითხვით ინფორმაციის გადაცემით . მჭირდება ადამიანები დრონებით მოხალისე თუ დაქირავებული იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ ან იცოდეთ რო აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ სანამ იმედი კიდევ არი ... 5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორიდღისწინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა რო დაიკარგნენ ტყეში . გადადიოდნე ლენტეხში ზემო სვანეთიდან . ანუ ბოლო კონტაქტიდან ორიდღეა გასული და არის იმედები რო ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ . თუვინმეს შეგიძლიათ დახმარება ძაან გთხოვთ დაგვეხმარეთ ძებნაში," - წერს დათო ფარჯიანი.
სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა ეძებენ. როგორც დაკარგულების ახლობლები წერენ, მეხუთე დღეა, რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი უშედეგოდ ეძებს ორ ახალგაზრდას, თუმცა ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციაში არ ჩართულა.
"სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება," - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს განცხადებას და სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის ოჯახს პასუხობს.