ვითხოვ დახმარებას მოქალაქეებისგან, ვისაც აქვს დრონები და პროფესიონალი მთამსვლელებისა და ალპინისტებისგან - ფარჯიანი

25.07.24 23:04
ვითხოვ დახმარებას მოქალაქეებისგან, ვისაც აქვს დრონები და პროფესიონალი მთამსვლელებისა და ალპინისტებისგან - ფარჯიანი

"მე ვითხოვ დახმარებას ჩვენი მოქალაქეებისგან, ვისაც აქვს დრონები და ვითხოვთ დახმარებას პროფესიონალი მთამსვლელები და ალპინისტებისგან," - ამის შესახებ "რეაქციაში" სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი დათო ფარჯიანი.

როგორც ფარჯიანი ამბობს, სჭირდებათ გამოცდილი მთამსვლელების დახმარება სამძებრო სამუშაოებში.

მე ვითხოვ დახმარებას ჩვენი მოქალაქეებისგან, ვისაც აქვს დრონები და კიდევ მხოლოდ და მხოლოდ, პროფესიონალი მთამსვლელები და ალპინისტებისგან დახმარებას. მთელი სოფელი წასულია, თავიანთი ძალებით ეძებენ ბიჭებს, მხოლოდ პროფესიონალებს ვისაც შეუძლია დახმარება, რომ ადგილზე დაგვეხმარონ სამძებრო სამუშაოებში.
თუ ვინმეს აქვს საშუალება, რომ სითბური დრონებით დაგვეხმარონ, ძალიან დაგვეხმარება - ორი დღეა, რაც იყო ბოლო კონტაქტი და რაღაც დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე გამოცდილია, ჯანმრთელი და ჯანიანი ბიჭები არიან,“ - ამბობს დათო ფარჯიანი.

სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა ეძებენ. როგორც დაკარგულების ახლობლები წერენ, მეხუთე დღეა, რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი უშედეგოდ ეძებს ორ ახალგაზრდას, თუმცა ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციაში არ ჩართულა. 

"სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება," - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს განცხადებას და სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის ოჯახს პასუხობს.

 

მსგავსი სიახლეები