ჩვენი ქვეყნის მეგობრებს კარგად ესმით, რა საფრთხეშია ქართული დემოკრატია - ხოშტარია

30.07.21 13:20
ჩვენი ქვეყნის მეგობრებს კარგად ესმით, რა საფრთხეშია ქართული დემოკრატია -  ხოშტარია

"დროას" დამფუძნებელი და თბილის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა. ხოშტარიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს  კარგად ესმით, რა საფრთხის წინაშეა ქართული დემოკრატია.

ვესაუბრე ყველა იმ პრობლემაზე, რაც ხდება, ჟურნალისტების მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში, იმაზე, რაც მოხდა 5-ში და რაც ხდება 5-ის მერე, ასევე მომავალ არჩევნებზე, რომელიც იქნება ძალიან  მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის განვითარების და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, ვიოლასაც და სხვებსაც, ძალიან კარგად ესმით, რა საფრთხეშია ქართული დემოკრატია", - აცხადებს ელენე ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები