"ოცნების" ლიდერები უთავმოყვარეო ტყუილებს ამბობენ - ირაკლი კუპრაძე

26.07.24 13:48
"ოცნების" ლიდერები უთავმოყვარეო ტყუილებს ამბობენ - ირაკლი კუპრაძე

"ოცნება" მშიშარა პოლიტიკური ძალაა, რომელიც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას უთავმოყვარეო ტყუილებით ცდილობს, - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ქართული ოცნება" მოახლოებული სანქციებს კარგად გრძნობს და ამიტომ ახლა თავის გადარჩენას პროპაგანდით და ტყუილებით ცდილობს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები უთავმოყვარეო ტყუილებს ამბობენ ჯერ ჩვენს პარტნიორებზე და შემდეგ ცდილობენ, უთავმოყვარეო არგუმენტებით გადაფარონ ეს პროპაგანდა მაშინ, როცა გრძნობენ იმ საფრთხეს, რაც შეიძლება აისახოს სანქციებში და შესაბამისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრებაში. ეს არის მშიშარა პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდით და ტყუილებით ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.

ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია ან რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პრაქტიკულად, ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდა. 

 

მსგავსი სიახლეები