12 წლის მმართველობის თავზე ერთადერთი, რაც "ოცნებას" სათქმელი დარჩა ტყუილები და სიძულვილის ენაა - გია ჯაფარიძე

26.07.24 13:56
12 წლის მმართველობის თავზე ერთადერთი, რაც "ოცნებას" სათქმელი დარჩა ტყუილები და სიძულვილის ენაა - გია ჯაფარიძე

12 წლის მმართველობის თავზე ერთადერთი, რაც "ოცნებას" სათქმელი დარჩა ტყუილები და სიძულვილის ენაა, - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი გია ჯაფარიძე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებას ისღა დარჩა, საზოგადოება დაყოს და მოქალაქეებში შიში დათესოს. 

როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, ერთი უხეირო დიქტატორის ცოტა შიზოფრენიულ კონსპირაციულ თეაორიებზე კომენტარის გაკეთება არის ძალიან რთული. თუ რამე აქვს სათქმელი „ქართულ ოცნებას“, შეუძლია ეს ყველაფერი თქვას. 12 წლის მმართველობის თავზე ერთადერთი, რაც მათ დარჩათ სათქმელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს არის ტყუილები, ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის შიშის დათესვა, დაპირისპირება, საზოგადოების დაყოფა, - ამბობს გია ჯაფარიძე. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.

ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია ან რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პრაქტიკულად, ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდა. 

 

მსგავსი სიახლეები