"ოცნებას", საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომში, მხოლოდ რუსული ტიპის შეთქმულების თეორიები დარჩა - თეონა აქუბარდია
"ოცნებას", საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომში, მხოლოდ რუსული ტიპის შეთქმულების თეორიები დარჩა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტი პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს არაერთი განცხადება, რომელიც "ოცნებას" ტყუილში ამხელს და ადასტურებს, როგორ მტრობენ ქვეყნის ისინი საერთაშორისო პარტნიორებს.
რუსული ტიპის შეთქმულების თეორიები დარჩა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ იმ ომში, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმავე დღეს, მამუკა მდინარაძემ როცა უარყო, რომ დასავლეთს გლობალური ომის პარტიას არ ეძახის, „ხალხის ძალა“ გამოვიდა და ღიად თქვა, რომ აშშ-ს აქ რაღაც გადატრიალებს გეგმავს და არაერთი განცხადებაა იმის, თუ როგორ მტრობენ ისინი ჩვენს მეგობრებს და როგორ აძლევენ ოკუპანტ სახელმწიფოს გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას საქართველოში. ამიტომ, ეს რომ ტყუილია, ყველამ ძალიან კარგად იცის და ღიად როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან მათი ტყუილები არაერთხელ ამხილა უკვე ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, - ამბობს თეონა აქუბარდია.
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.
ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია ან რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პრაქტიკულად, ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდა.