ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებენ

30.07.21 15:07
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებენ

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებენ. სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილი, ჰყვება რომ მიხეილ ჯანაშვილი მას  სასტიკად გაუსწორდა და დაემუქრა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო უწყებას მიმართავდა, მოკლავდა. მეხრიშვილი ზაზა ჯანაშვილმა ხაშურის გასასვლელთან დაიბარა, მანქანაში ჩაისვა და სცემა. ძალადობის  აუდიომტკიცებულება "პირველებმა" მოიპოვა.

საკრებულოს თავმჯდომარის გარდა მეხრიშვილი ფიზიკურ ძალადობაში ხაშურის მერიის სხვა მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებს. მისი თქმით,  სერგო ლალიაშვილი და კოტე ფრუიძე მას თავს ადმინისტრაციულ შენობაში დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

ზაზა მეხრიშვილი განხორციელებულ ანგარიშსწორებას მის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლია.

საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბრის დროს მომივიდა კონფლიქტი. მოვიდა თავისი მანქანით დამარტყა ხელი, ხელი დამატყა კრიტიკიდან გამომდინარე, სულ ვაკრიტიკებ. 2-ჯერ გამლახეს. საკრებულოს თავჯდომარემ გამლახა. მერიის წინ სერგო ლალიაშვილმა და კოტე ფრუიძემ ხელი დამარტყეს. მავიწროებენ, ხან ვის მიგზავნიან, ხან ვის.  იცოდნენ, რომ საკრებულოზე კენჭი უნდა მეყარა", - ამბობს მეხრიშვილი.