ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა მმართველ პარტიაზეა მთავარი პასუხისმგებლობა - გიგაური
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა თქვა, რომ საქართველოში კრიზისის დასრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს. გიგაურის თქმით, ევროპარლამენტარი მათთან საუბრისას დაინტერესდა, რა არის ჩიხიდან გამოსავალი.
საუბრის თემა იყო დაკავშირებული, თუ რა არის გამოსავალი, უფრო მეტად ჩვენი პოზიციები აინტერესებდა. გამოსავალი არის ისევ დაბრუნება იმ ფორმატში, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული რეფორმები და არჩევნები, თუ სურვილი იქნება მმართველ პარტიას ამისი, ვერ განხორციელდება, რა თქმა უნდა ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა მმართველ პარტიაზეა მთავარი პასუხისმგებლობა", - ამბობს გიგაური.