3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი შემოწირულობა ,,ქართულმა ოცნებამ" მიიღო - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 3 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 230 ათასი ლარი მიიღო.
„ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, მოსდევს. მას შემოწირულობის სახით 219 516 ლარი გადაურიცხეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ბოლო 3 თვეში 26 660 ლარის შემოწირულობა მიიღო.
რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „მოქალაქეებს“, აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძისა და ალეკო ელისაშვილის პარტიებს 2021 წელს შემოწირულობა არ უფიქსირდებათ.