"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი კახი კალაძე იქნება, საქართველოს მასშტაბით კი- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"ოცნებამ" ასევე მერობის კანდიდატები დაასახელა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ 63-ვე მუნიციპლატიტეტის განვითარებას, ეს კანდიდატები, რომლებიც არიან წარმოდგენილი, დარწმუნებული ვართ, უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტს თითოეულ მუნიციპალიტეტში", - თქვა კობახიძემ.
ოზურგეთში მერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე, იქნება.