ადგილობრივ არჩევნებზე არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნები - კობახიძე
ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე დამოკიდებული არ იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი. კობახიძემ ასევე კოალიციური მმართველობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ადგილობრივი არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა. ადგილობრივი არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დავინახეთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შეიძლება შედგეს, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს კობახიძე.