გაიხსნება თუ არა რუსეთში საარჩევნო უბნები? - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში?
გაიხსნება თუ არა რუსეთში საარჩევნო უბნები? - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს და მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას 26 ოქტომბერს რუსეთში საარჩევნო პუნქტების გახსნა სურს".
"ჩვენ ვიცით, რომ ვისაც აქვს ამის სურვილი და შესაძლებლობა, მას, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში" - ამბობს მაჭარაშვილი.
საქართველოს ახლა ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, თუმცა, კითხვაზე, შეძლებენ თუ არა რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან, ვინც რუსეთში ცხოვრობს, შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით ხდება.
ახლა რატომ დაინტერესდით იმით, რომ რუსეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები მაშინ რატომ არ გახსოვდათ, როცა ფრენებზე იყო საუბარი. ამიტომ ახლა ე.წ. ზრუნვას ვერავინ დაიჯერებს, რომ თქვენ ზრუნავთ ემიგრანტებზე, გნებავთ, ეს რუსეთი იქნება, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა.
თუ პატიმარმა სააკაშვილმა თქვა, მაგას როგორც წესი, ყველაფერი სწორად ესიზმრება ხოლმე, ისიც გვითხრას, 26 ოქტომბერს თვითიონ პრეზიდენტი ხდება თუ არ ხდება?
ჩვენ ვიცით, რომ ვისაც აქვს ამის სურვილი და შესაძლებლობა, მას, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ამაზე გადატანა აქცენტის, რომ ეს მთავარი საკითხი გახადოს, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ წაგებული აქვს ოპოზიციას. შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით ხდება რაღაც ურთიერთობები ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის, ეს არის ამ ეტაპზე, რაც ვიცით,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ქართული ოცნებას 26 ოქტომბერს რუსეთში საარჩევნო პუნქტების გახსნა სურს - ამ განცხადებას მესამე პრეზიდენტი აკეთებს. კლინიკა "ვივა მედიდან" ჩართვის დროს ექს პრეზიდენტმა მოსახლეობას სთხოვა დაიცვან ხმები რადგან "ოცნება" არჩევნების მოპარვისთვის ემზადება. „ივანიშვილი და მისი ამფსონები მონობას გვაძალებენ - არ უნდა გავჩერდეთ".