მოღალატეებთან არავინ არ რიგდება- ირაკლი კობახიძე გახარიაზე

30.07.21 17:21
მოღალატეებთან არავინ არ რიგდება- ირაკლი კობახიძე გახარიაზე

მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში კოალიციას გიორგი გახარიას გუნდთან გამორიცხავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, მტერთან არავინ რიგდება.

რაც შეეხება გახარიას, გეტყვით პირდაპირ, პოლიტიკაში და პრაქტიკაში ხდება ასე, რომ შეიძლება, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეებთან არავინ არ რიგდება - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართული ოცნების" მთავარ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატები დაასახელეს.