საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ოცნების" ოფისში - "პირველების" ექსკლუზივი

30.07.21 17:22
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ოცნების" ოფისში  - "პირველების" ექსკლუზივი

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები "ქართული ოცნების" ოფისში - "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტო, სადაც კარგად ჩანს, რომ სამუშაო საათებში ,,ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა კილაძე, სტუმრობს. 

კილაძე მმართველი პარტიის ოფისში სამუშაო საათების დროს იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის შტაბის წევრებმა დაიბარეს და კონკრეტული დავალებები მისცეს.

კილაძემ მმართველი პარტიის ოფისში ყოფნა ჯერ უარყო, შემდეგ კი თქვა, რომ პირად საქმეზე მეგობარს მიაკითხა.

კოვიდი მაქვს ახალი მოხდილი და ვარ სახლში, არ ვყოფილვარ.

ვიყავი პირად საქმეზე, ადამიანი ვნახე", - თქვა ტვ პირველთან კილაძემ.