,,გირჩი" თანახმაა, ,,ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში შევიდეს - იაგო ხვიჩია

30.07.21 18:28
,,გირჩი" თანახმაა, ,,ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში შევიდეს - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია მართლმსაჯულების რეფორმას ისე გააკეთებს, როგორც ,,გირჩს" სურს, ამ შემთხვევაში ,,ოცნებასთან" კოალიციაში შესვლას დათანხმდება.

ჩემი კოლეგების ყიდვა უფრო მარტივი იქნება ,,ქართული ოცნებისთვის", ვიდრე ჩემი. ჩემთან ძვირის გადახდა მოუწევთ, ამიტომ არ სჭირდებათ ეს სხვა ოპოზიციები, ან უფრო მარტივად იყიდებიან. თორემ ,,ქართული ოცნება" თუ მართლმსაჯულების რეფორმას გააკეთებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ცხადია, დავთანხმდებით კოალიციას. ჩვენ ხომ პარტნიორს ვეძებთ ამ საკითხში - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს ,,ქართული ოცნების" ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ კოალიციას არც გახარიასთან, არც ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" არ აპირებს.