ნელ-ნელა მართლაც უახლოვდებიან რუსეთს - ვიოლა ფონ კრამონი

30.07.21 19:57
ნელ-ნელა მართლაც უახლოვდებიან რუსეთს - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებს შემდეგ, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე საუბრობს. კრამონის თქმით, მმართველი პარტია რუსეთს უახლოვდება.

ისინი ნელ-ნელა მართლაც რუსეთს უახლოვდნებიან. ეს ჩემი შესაფასებელი არაა, ეს მთავრობის გადასაწყვეტია", - ამბობს კრამონი.

 კრამონმა დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციებზეც ისაუბრა და "ოცნებას" გადაწყვეტილების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მოვუწოდებ "ოცნებას" დაუბრუნდეს ხელშეკრულებას, თუ არ დაუბრუნდება ხელშეკრულებას ჩვენ ვსაუბრობდით ფინანსური წყაროების შეჩერებაზე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, სხვა ნაბიჯებიც არსებობს დეტალებში არ შევალ, ვეცდებით აშშ-სთან ჩვენი გადაწყვეტილებების სინქრონიზაცია მოვახდინოთ", - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.