ძალიან იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით - ჯინ შაჰინი შეთანხმების ანულირებაზე

31.07.21 00:15
ძალიან იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით - ჯინ შაჰინი შეთანხმების ანულირებაზე

აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ანულირებას Twiiter-ზე ეხმიანება და მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიის მარცხს უწოდებს.

აშშ-ის სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ ახალი მოვლენებით, რომელიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოს მარცხი დემოკრატიის განვითარებაში, აზარალებს ქართველ ხალხს ", - წერს სენატორი ჯინ შაჰინი.