პოლიტიკური უკუსვლა აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან - კორტნი
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს Twitter-ზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს.
პოლიტიკური უკუსვლა - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის დარღვევა - აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს,“შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი Twitter-ზე წერს.