"მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს" - ამილახვარი მესამე სექტორს
როგორ აპირებს ივანიშვილის ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის და მედია ორგანიზაციების აგენტებად რეგისტრაციის იძულებას? - მინისტრთა კაბინეტის წევრები არ განმარტავენ, თუ კონკრეტულად რა ბერკეტებს გამოიყენებს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.
"მათ მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს" - ამბობს გიორგი ამილახვარი და იქვე დასძენს, რომ ყველა ორგანიზაციამ კანონში გაწერილი ნორმები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.
კანონში გაწერილია ყველა კანონისმიერი მოქმედება, ამიტომ მათ მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს და შეასრულონ კანონის ნორმები. კანონში რაც არის გაწერილი, ის უნდა შეასრულონ", - ამბობს ამილახვარი.
დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს.
ანტიდემოკრატიული კანონი დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.