ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული კანონი ამოქმედდა, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის - ლაშა ფარულავა

01.08.24 16:10
ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული კანონი ამოქმედდა, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის - ლაშა ფარულავა

ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული კანონი ამოქმედდა, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოება, როგორც რუსულ კანონს გააუქმებს, ასევე ივანიშვილის მმართველობას დაასრულებს.

„ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული კანონი ამოქმედდა, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის, ცვლის საქართველოს საგარეო კურსს, ტრაექტორიას და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ერთიანობით პასუხს გასცემს არა მხოლოდ „რუსულ კანონს“, არამედ, ივანიშვილის მმართველობას დაასრულებს, ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად მივა ევროკავშირის წევრობამდე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს.

ანტიდემოკრატიული კანონი დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები