დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელმაც საქართველოს დაუხურა როგორც ევროპის, ასევე NATO-ს გზა - გეგელია
"დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელმაც საქართველოს დაუხურა როგორც ევროპის, ასევე ნატოს გზა" - ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "პირველებთან" გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხსნად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს და ამბობს, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად უნდა დაასრულოს "რუსეთის მსახური ხელისუფლება".
დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს დაუხარა როგორც ევროპის, ასევე ნატოს გზა. დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ათვლა იმ დღეებისა, რომლის განმავლობაშიც ეს მავნებლობა იმოქმედებს. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ჩვენ შემოდგომაზე შეცვლით, როდესაც შეცვლით რუსეთის მსახურ ხელისუფლებას", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს.
ანტიდემოკრატიული კანონი დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.