"ოცნება" გამოიყენებს ყველა საშუალებას, რომ არჩევნების წინ რეპრესიული მანქანა აამოქმედოს - ლილუაშვილი
"ოცნება" გამოიყენებს ყველა საშუალებას, რომ არჩევნების წინ რეპრესიული მანქანა აამოქმედოს - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი საუბრობს.
ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი აცხადებს, რომ რუსული კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მესამე სექტორის დისკრედიტაციაა.
ვთვლით ამ კანონს არაკონსტიტუციურად. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, პირდაპირ გამოიყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის, კანონგარეშე, კანონით გათვალისწინებულს, თუ არაგათვალისწინებულს იმისთვის, რომ რეპრესიული მანქანა აამოქმედოს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, არჩევნების წინ. მთელი არსი და შინაარსი არის ის, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია არასამთავრობო სექტორის და მათი დონორი სახელმწიფოების იმისთვის, რომ როდესაც ხელისუფლება აამუშავებს საკუთარ გეგმას გაყალბებასთან დაკავშირებით, თქვას, რომ არასამთავრობო სექტორის, ვინც დამკვირვებელი იყო ამ პროცესში, აზრი არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი არიან მოღალატეები", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს.
ანტიდემოკრატიული კანონი დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.