ძლიერი და მძლავრი რეპრესიები იქნება - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნება" საზოგადოებაზე, მესამე სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებზე რეპრესიებს გააძლიერებს.
"ერთიანობის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ "მძლავრი რეპრესიები იქნება", თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება ხელისუფლების შეცვლით რუსულ კანონსა და დაპირისპირებას დაასრულებს.
რეპრესიები იქნება ძლიერი, მძლავრი რეპრესიები, მაგრამ 26 ოქტომბრამდე როგორმე უნდა მივიდეთ, გავიმარჯვოთ და დავამთავროთ საქართველოში რეპრესიები, დავამთავროთ რუსული კანონი, დაპირისპირება და ავირჩიოთ ევროკავშირი, გაერთიანება, წინსვლა და წარმატება", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს.
ანტიდემოკრატიული კანონი დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.