დასავლეთის უარი ღარიბაშვილს - ლიეტუვამ და ესტონეთმა პრემიერის ვიზიტები გააუქმეს

31.07.21 17:24
დასავლეთის უარი ღარიბაშვილს - ლიეტუვამ და ესტონეთმა პრემიერის ვიზიტები გააუქმეს

აშშ-ს შემდეგ პრემიერ ირაკლი  ღარიბაშვილის ვიზიტი ევროპაშიც ჩაიშალა.  ლიეტუვამ და ესტონეთმა პრემიერის ვიზიტები გააუქმეს. სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ღარიბაშვილის ვიზიტი მას შემდეგ გააუქმეს, რაც მმართველმა პარტიამ მიშელის დოკუმენტის ანულირება გამოაცხადა. 

"ქართულ ოცნებას" არამხოლოდ ვიოლა ფონ კრამონი არ შეხვდა, არამედ ჩემი ინფორმაციით, ბატონი ღარიბაშვილის ვიზიტზე უარი ითქვა ლიტვიდან და ესტონეთიდან, იმიტომ რომ "ქართული ოცნება" ხდება ტოქსიკური მოთამაშე, რომელთანაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს სურთ დისტანცირება", - ამბობს სამადაშვილი.