თუ დამოუკიდებელი სასამართლოში გეშინიათ, ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ტომას ილვესი

31.07.21 17:50
თუ დამოუკიდებელი სასამართლოში გეშინიათ, ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ტომას ილვესი

"თუ დამოუკიდებელი სასამართლოში გეშინიათ, ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის" - ასე აფასებს  ესტონეთის ყოფილი პრეზიდნეტი, თომას ილვესი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას. ილვესმა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობის  შესახებ "ამერიკის" ხმასთან ისაუბრა.

ილვესის შეფასებით, თუ საქართველო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გზაზე რეფორმას არ გაატარებს, ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

თუ დამოუკიდებელი სასამართლოში გეშინიათ, ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის. ევროკავშირში ახლა შიდაბრძოლები მიმდინარეობს სწორედ დამოუკიდებელ სასმაართლოსთან დაკავშირებით. ევროკავშირს ნამდვილად არ სურს ამასთან დაკავშირებით დამატებითი თავის ტკივილი გაიჩინოს. რატომ უნდა გეშინოდეს დამოუკიდებელი სასამართლოსი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს იმ ლიგაში მოგაქცევს, სადაც რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები არიან, დამოუკიდებელი სასამართლოს შიში არანაირი საღი აზრის ქვეშ არ ექცევა. ყველაფერი საბოლოოდ დამოუკიდებელ სასამართლოს უკავშირდება, რომელიც გადაწყვეტილებებს კანონზე დაყრდნობით იღებს და არა იმაზე, ვინ არის ხელისუფლებაში", - ამბობს ილვესი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. 

ილვესის თქმით, საქართველომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან და სენატისგან უმკაცრესი შეფასება მიიღო, რაც გასათვალისწინებელია.

ვიღაცამ ეს უნდა თქვას, მე დიპლომატი აღარ ვარ, არ მჭირდება სიტყვების  შერჩევა. ევროკავშირის ან ნატოს აღმასრულებელი მთავრობებისგან ძალიან კრიტიკულ განცხადებებს ვერ მოისმენთ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან კრიტიკული იყო. შეხედეთ, რას ამბობენ პარლამენტები. ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა ძალიან მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა, ამას ყურადღება მიაქციეთ, ეს გასათვალისწინებელია,  სენატის საგარეო კომიტეტი, რომ ჩემ ქვეყანაზე ამბობდეს რამეს, მე ნამდვილად შევწუხდებოდი, გთხოვთ, მოუსმინეთ რას გეუბნებიან მეგობრები, თუ არ მოუსმენთ მეგობრებს, მაშინ გაიგებთ რას ამბობს მტერი", - ამბობს ილვესი.