ხელოვანები ერთიანდებიან "კულტურის დეკლარაციის" იდეის გარშემო, რომელიც რეფორმებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს - მეტრეველი

02.08.24 17:27
ხელოვანები ერთიანდებიან "კულტურის დეკლარაციის" იდეის გარშემო, რომელიც რეფორმებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს - მეტრეველი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, დეა მეტრეველი მიესალმება პლატფორმა "კულტურა დემოკრატიისთვის" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, ხელოვანების გაერთიანებას "კულტურის დეკლარაციის" შექმნის იდეის გარშემო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართულმა ოცნება" კულტურის სფერო კრიზისში შეიყვანა, ამიტომ მისი თქმით, ახლა საჭიროა, რომ კულტურის სფერო გაძლიერდეს. 

დღეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების პლატფორმამ „კულტურა დემოკრატიისთვის“ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა გააჟღერა - ხელოვანები ერთიანდებიან „კულტურის დეკლარაციის“ შექმნის იდეის გარშემო, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული. კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ ქართული კულტურა შეიყვანა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა სწორედ კულტურით.

სრული მხარდაჭერა ამ და ყველა სხვა ინიციატივას, რომელიც კულტურის სფეროს ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან - ახლი მოძრაობა "კულტურა
დემოკრატიისთვის" დეკლარაციაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს.

მოძრაობის წევრები დოკუმენტს, როგორც კულტურის სფეროს სახელმძღვანელოს, ყველა ევროპულ, პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთობას წარუდგენენ.