ივანიშვილი მოქალაქეების ჯიბიდან ფულს იღებს და კორუფციული სქემებით საარჩევნო კამპანიაში აბრუნებს - ბოკუჩავა

02.08.24 18:03
ივანიშვილი მოქალაქეების ჯიბიდან ფულს იღებს და კორუფციული სქემებით საარჩევნო კამპანიაში აბრუნებს - ბოკუჩავა

"ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან შავ ფულს იღებს და კორუფციული სქემებით საარჩევნო კამპანიაში აბრუნებს" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა TI-ის კვლევას, რომლითაც დადგინდა, რომ ყველაზე მდიდარი პარტია ისევ "ქართული ოცნებაა".

ბოკუჩავას თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა კორუფციული სქემები უნდა დაამარცხოს და უარი უთხრას ივანიშვილის ხელისუფლებას. 

ეს არის საარჩევნო შავი ფული, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან იღებს, როდესაც ტენდერებს გასცემს მასთან დაკავშირებულ კომპანიებზე და შემდეგ კორუფციული სქემებით ამ ფულს აბრუნებს საკუთარ საარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს მავნე, კორუფციული სქემები უნდა დავამარხოთ და საქართველოს მოქალაქეებს შევთავაზოთ ხელისუფლება, რომელიც მას კი არ გაძარცვავს წინასაარჩევნოდ, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუტანს კეთილდღეობას", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ყველაზე მდიდარი პარტია ისევ "ქართული ოცნებაა".  წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დათვალა და დაადგინა, ვინ არიან ადმიანები, ვინც ოლიაგარქის პარტიას გუნდს ფულს ჩუქნიან. კვლევა აპრილიდან ივნისამე პერიოდს მოიცავს და დგინდება, რომ ამ პერიოდში მმართველი პარტიის ანგარიშზე 961 ათას ლარზე მეტი ჩაირიცხა.