დემოკრატიის ფესტივალზე "ოცნებას'' იყო დაპატიჟებული, მაგრამ მოსვლა არ იკადრეს - ბადრი ჯაფარიძე
"ქართული ოცნების" ახალ ბრალდებებს და იერიშს ''ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს.
საუბარია, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით "წინასაარჩევნო აგიტაციას მართავენ".
ირკვევა, რომ "დემოკრატიის ფესტივალზე" მმართველი პარტიის წევრებიც იყვნენ მიწვეულები, თუმცა ივანიშვილის გუნდი ღონისძიებაზე არ მივიდა.
რა მინდა, ვთქვა დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარმოდგენილიყო იყვნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებოდნენ შშმ პირებს, ბავშვებს, ასევე იყო წარმოდგენილი ძალიან საინტერესო პროდუქცია. აქ ‘’ქართული ოცნებაც’’ იყო დაპატიჟებული, მაგრამ არ იკადრეს მობრძანება, ამიტომ ცხადია, რომ ეს ძალა, რომელიც არის მილევადი ძალა, ‘’ქართული ოცნება’’ გააგრძელებს რუსულ პროპაგანდას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს ხალთან შეხვედრები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელიც ეხმარებიან შშმ პირებს, ეხმარებიან უდედ- მამო ბავშვებს- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს - კახეთის შუაგულში დღეს სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ ბევრს ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს ელოდებიან. ასევე დაგეგმილია ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნები და ხმების დაცვა იქნება.