მთავარი პრორუსი აქტორი ამ ქვეყანაში "ქართული ოცნებაა" - ანა ნაცვლიშვილი

03.08.24 17:51
მთავარი პრორუსი აქტორი ამ ქვეყანაში "ქართული ოცნებაა" - ანა ნაცვლიშვილი

საქართველოში პრორუსულ ძალებს სასათბურე პირობებს ხელისუფლება უქმნის -  ასე აფასებს პარტია "ლელო საქართველოს’’ წევრი, ანა ნაცვიშვილი  "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმების მოთხოვნას.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცეს

ასეთი აქტორების თავისთავად, მომრავლება კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლება სასათბურე პირობებს ქმნის და მწვანე შუქს უნთებთ მათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი პრორუსი აქტორი ამ ქვეყანაში და რუსეთის მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში, ეს არის თავად "ქართული  ოცნება", რომელიც პოლიტიკის, კანონმდებლობის, ეკონომიკის. ყველა მიმართულებით, აკეთებს იმას, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცეს და დაბრუნდეს რუსულ ჭაობში. სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი 26 ოქტომბერს პრორუსული ხელისუფლების გაშვება", -  განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პრორუსული ძალები გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმებას ითხოვენ - პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თბილისში შეხვედრას მართავს და ოფიციალურ მოსკოვს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის თხოვნით მიმართავს.