პრორუსული პარტიების მოთხოვნა - ოპოზიცია ეჭვობს, რომ ღონისძიებას ხელს "ოცნება" უწყობს

03.08.24 17:57
პრორუსული პარტიების მოთხოვნა - ოპოზიცია ეჭვობს, რომ ღონისძიებას ხელს "ოცნება" უწყობს

პრორუსული პარტიების მოთხოვნის უკან, "ქართული ოცნების" ოპონენტები მმართველი პარტიის შესაძლო ინტერესსს არ გამორიცხავენ. 

"ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მოწვეული ღონისძიება "ქართული ოცნების" ხელშეწყობილია.

მისი თქმით, ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლება დგას რუსეთის გვერდით და არიან ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგი.

ეს არის "ქართული ოცნების" ხელშეწყობილი ღონისძიება. ეს არის "ქართული ოცნების“ პოლიტიკური დემონსტრაცია, რომ ისინი არიან დასავლეთის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგი, ამერიკის წინააღმდეგი და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგი. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, ქვეყნის შიგნითაც და მსოფლიოსადმი, რომ ისინი დგანან რუსეთის, ირანის, ჰეზბოლას, ჰამასის, ვენესუელას ასეთი რეჟიმების გვერდით. -  განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

ცნობისთვის, პრორუსული ძალები გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმებას ითხოვენ - პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თბილისში შეხვედრას მართავს და ოფიციალურ მოსკოვს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის თხოვნით მიმართავს.