დოლიძე ოცნებას: შიშს დიდი თვალები აქვს

03.08.24 19:20
დოლიძე ოცნებას: შიშს დიდი თვალები აქვს

"ქართული ოცნების" ახალ ბრალდებებს და იერიშს ''ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე  პასუხობს.

საუბარია, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ  "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით "წინასაარჩევნო აგიტაციას მართავენ".

ანა დოლიძე "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ "დემოკრატიის ფესტივალისთვის" გამოცხადებულ ბოუკოტს შიშს უკავშირებს. 

მისივე განარტებით, ღონისძიებაზე ის ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც ფინანსდებოდა უცხოური გრანტებით და რომლებიც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწოდნენ, თუმცა დოლიძის თქმით, "რუსული კანონის" ამოქმედების შემდეგ, მსგავსი ორგანიზაციები საქმიანობას დაასრულებენ. 

"ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით,  კობახიძე და პაპუაშვილი რუსული ნაბიჯების გამო, მსგავს ღონისძიებებზე ვერ დადიან. 

შიშს დიდი თავლები აქვს, მოსულიყვნენ (დემოკრატიის ფესტივალზე)  და თვითონ ენახათ -  ჩანს, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთი წიგნებს ბეჭდავს, მეორე -შშმ ბავშვებს ამეცადინებდა, წლების განმავლობაში, მესამე ახალგაზრდების დასაქმებას უწყობდა ხელს, უცხოეთში სასწავლებლად წასვლას. ეს ორგანიზაციებია აქ გამოფენილი, რომლებიც ფინანსდებოდა უცხოური გრანტებით და რომლებიც, სამწუხაროდ დაასრულებენ საკუთარ საქმიანობას ამ აბსოლუტურად მავნებლური ქმედებით, რასაც ჰქვია კობახიძის და პაპუაშვილის მიერ მიღებული ‘’რუსული კანონი’’.

იცით, რატომ ვერ დადიან ეგეთ ადგილებში? -  იმიტომ რომ  ძალიან კარგად იციან, გეოპოლიტიკურად რუსეთთან დაგვაპირისპირეს და მარტო დაგვტოვეს. კიდევ უფრო მეტი სამსახური, კიდევ უფრო მეტი ლუკმა-პური და მომსახურება მოაკლეს ქართველ ხალხს. აქ არის ორგანიზაციები, რომლებიც ამ შემოსული თანხებით ასაქმებენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, შშმ ბავშვების მშობლებს, მასწავლებლებს, კიდევ დამატებით ახლა 95 მილიონ დოლარი, რომ მოაკლო აშშ-მ. კიდევ მეტი სამუშაო ადგილი მოაკლდა საქართველოს, კიდევ მეტი სახსრები, რომლებიც აქ უნდა დახარჯულიყო ეს მოაკლდა საქართველოს და ეს ალიან კარგად იცის, კობახიძემ. რომ ელანდება ოპოზიციონერი პარტიები, ეგ უკვე მაგათი შფოთიანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბრალია, რაც არის  დაკავშირებული მოსალოდნელ დამარცხებასთან ოქტომბერში.-განაცხადა ანა დოლიძემ, ანა წერეთლის ''დღის ამბებში''.

ცნობისთვის, თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს - კახეთის შუაგულში დღეს სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ ბევრს ისაუბრებენ.

ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს ელოდებიან. ასევე დაგეგმილია  ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნები და ხმების დაცვა იქნება.