საკონსტიტუციოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

01.08.21 13:19
საკონსტიტუციოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. ზაზა თავაძე ზესტაფონში მერობის კანდიდატი იქნება.

გიორგი გახარიას ვიცნობ საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენ გვაქვს იდეური თანხვედრები მთელ რიგ საკითხებში, რასაც ქვია კლასიკური გაგებით ხელისუფლების დანაწილება, რომე 3 შტო უნდ აიყოს ურთიერთდამოუკიდებელი. უნდა არსებობდეს თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო და კანონის უზენაესობა ამ ქვეყანასი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს გარანტირებული.

შესაბამისი კონსულტაციების მერე გადაწყდა, რომ შევერთებოდი ამ ახალგაზრდა გუნდს", - ამბობს თავაძე ტვ პირველთან.