იმედი მაქვს, შეთანხმება ძალაში დარჩება და ხელმომწერები ვალდებულებებს შეასრულებენ - დეგნანი

01.08.21 14:27
იმედი მაქვს, შეთანხმება ძალაში დარჩება და ხელმომწერები ვალდებულებებს შეასრულებენ - დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნების" მიერ მიშელის დოკუმენტის  ანულირებას  ეხმაურება და იმედოვნებს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება. 

ყველა იმ განცხადებაში, რომელიც  გავრცელდა, მათ შორის ჩვენსაშიც მკაფიოდ ჩანს საქართველოს მეგობრების იმედგაცრუება, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შეთანხმებიდან გასვლამ გამოიწვია. მიგვაჩნია რომ ეს ქართველი პოლიტიკოსების 6 თვიანი მოლაპარაკებების გზით მიღებული საუკეთესო გზამკვლელვია და ის საქართველოსთვის საჭირო რეფორმებს შეეხებოდა.

ხელმომწერებმა პირობა დადეს, რომ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდნენ. ვიმედევნობთ, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და ეს შეთახნმება იქნება იმ რეფორმების გზამკვლევი, რაც დოკუმენტით არის გათვალისინებული. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია მისი მიღების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლიდერები მონაწილოებდნენ. იმედი მაქვს რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩება და ხელისმომწერი მხარეები აღებულ ვალდებულებებს, კეთილსინდისიერების პირობის დაცვით შეასრულებენ. სანქციებზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი რომ ეს შეთნხმება შესრულდეს. გავაგრძლეებთ მოწოდებებს რათა ყველამ მხარემ შეთხნმეაბს ხელი მოაწეროს, ხოლო ვისაც უკვე მოწერილი შეთნხმების შერულებას შეუდგნენ", - თქვა კელი დეგნანმა.