დაჯდება თუ არა დებატებში ივანიშვილი? - "ოცნების" თავმჯდომარე დუმს

06.08.24 13:26
დაჯდება თუ არა დებატებში ივანიშვილი? - "ოცნების" თავმჯდომარე დუმს

მიიღებს თუ არა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გამოწვევას? - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გამოიწვია, დუმს.

"ოცნების" თავმჯდომარე ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან წინასაარჩევნოდ ცხარე დებატების გამართვას. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია - "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ანა წერეთლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს დებატებში, როგორც მთავარ მმართველ პირს ისე იწვევს და მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მოსმენას ელოდება. 

მსგავსი სიახლეები