"დებატები არ შედგება" - ოდიშარიასთვის ივანიშვილი "ავტორიტეტული პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეა"

06.08.24 14:13
"დებატები არ შედგება" - ოდიშარიასთვის ივანიშვილი "ავტორიტეტული პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეა"

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ბექა ოდიშარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს თავს ესხმის - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უწუნებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის საკმარისი პოლიტიკური წონა არ გააჩნია.

"გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბროს ზურაბიშვილი ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც მშვიდობის გარანტია" - ირწმუნება ოდიშარია და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ხოტბას ასხამს.

სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ახალი არაა. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და ის მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასოდეს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს უბრალოდ აკრძალულია ოლიმპიადის თამაშის წესებით და ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. რაზე უნდა ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს მართლაც უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე ზოგადად ქართულ საზოგადოებაში", - ამბობს ოდიშარია. 

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ანა წერეთლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს დებატებში, როგორც მთავარ მმართველ პირს ისე იწვევს და მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მოსმენას ელოდება.  

მსგავსი სიახლეები