პაპუაშვილის მტკიცებით, ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები “ივანიშვილის ბანერებით მოიგო“

06.08.24 15:31
პაპუაშვილის მტკიცებით, ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები “ივანიშვილის ბანერებით მოიგო“

"ოცნების" იერიში საქართველოს პრეზიდენტზე გრძელდება - პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები “ივანიშვილის ბანერებით მოიგო“.

პაპუაშვილი პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს სახელმწიფოს.

კონსტიტუციის დარღვევაა, რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე, ის გარკვეულწილად წინასაარჩევნო აგიტაციაშია ჩართული, თუმცა ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არა რის, რადგან ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს სახელმწიფოს. მახსოვს, არჩევნების მეორე ტური, როდესაც ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი იყო განთავსებული, და სწორედ ამის მეშვეობით გახდა ქალბატონი სალომე პრეზიდენტი. აქ კომენტარი ზედმეტია, რადგან არასერიოზული განცხადებებია“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - “ტვ პირველის" ჟურნალისტის, ანა წერეთლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს დებატებში, როგორც მთავარ მმართველ პირს ისე იწვევს და მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მოსმენას ელოდება.

მსგავსი სიახლეები