პაპუაშვილი საერთაშორისო დონორებს არასამთავრობოებზე ზეწოლაში ადანაშაულებს - მტკიცებულებები არ არის
პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო დონორებს ზეწოლაში და შანტაჟში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო სექტორს, აგენტების რეესტრში დარეგისტრირების შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორები დაფინანსებას შეწყვეტით ემუქრებიან.
კითხვაზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს სკანდალურ ბრალდებას, "ქართული ოცნების" ლიდერმა მედიას უთხრა, რომ გარკვეულ წყაროებს ეყრდნობა, რომელც მან ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა, როცა თავადაც არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა.
მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ არ გაიარონ რეგისტრაცია და იმ შემთხვევაში თუ ისინი გამჭვირვალეს გახდიან თავიანთ დაფინანსებას, ეუბნებიან, რომ ჩაუხსნიან დაფინანსებას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონორები აქეზებენ მათ, სხვა ქვეყანაში დარეგისტრირდნენ და ამ შემთხვევაში გააგრძელებენ მათ დაფინანსებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ანტიდემოკრატიული კანონი საქართველოში ოფიციალურად გუშინ ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.