სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

02.08.21 10:30
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას  პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტი და "ქართული ოცნების" მხრიდან აღნინშნული შეთანხმების დარღვევა იქნება. 

პირველ შეხვედრას პრეზიდენტი პარტია "ლელოსთან" გამართავს.

ოპოზიციური პარტიის წევრი,ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მეთაური, როგორც პროცესში ჩართული მხარე და ხელმოწერის ცერემონიალის მასპინძელი, ვალდებულია საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. 

ცხადია, პრეზიდენტი, როგორც ჩართული მხარე, როგორც ხელმოწერის ცერემოანიალის მთავარი მასპინძელი და სახელმწიფოს მეთაური, ვერ დაიბანს ხელს და ვერ იქნება გარედანბ ნეიტრალური მაყურებელი. პროცესში უშუალო ჩართულობიდან გამომდინდარე, მას აქვს პასუხისმგებლობა როდესაც შეთანხმება ირღვფევა ხალმხრივად და ამას ძალიან უხეშად და დემონსტრატიულად ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ გაიქცეს ამ შეთანხმებიდან, როგორც მინიმუმ მკაფიო და ცხადი პოზიცია უნდა დააფიქსიროს რპეზიდენტმა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.  

შეხვედრები პრეზინეტის ადმინისტრაციაში 12 საათიდან დაიწყება.