ვადასტურებ, რომ საუბარი ნამდვილად შედგა - მშვენიერაძე ფარულ მიყურადებაზე
GDI-ის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ადასტურებს, რომ მასზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. მშვენიერაძის თქმით, 2020 წლის 15 ივნისს მასსა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანს შორის სატელეფონო კავშირი ნამდვილად შედგა და საუბარი თამთა მიქელაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ეხებოდა.
ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა ვადასტურებ. საუბარი ედგა გიორგისა და ჩემს შორის და საკითხი შეეხებოდა ჩვენი კოლეგის თამთა მიქელაძის გამოძებაში დაბარებას მის უფლებადამცველობთ საქმიანობასთან დკავშირებით, რასაც ვერ დავტოვებდით უყურადღებოდ. შემიძლია დავადასტურო, რომ ასეთი საუბარი იყო და თუ ეს საუბარი ხელთ ჰქონდა სუს-ს, დიდი ალბათობით სწორედ სატელეფონო მიყურადებას ჰქონდა ადგილი, - ამბობს მშვენიერაძე.
შეგახსენებთ, გუშინ ნიკა გვარამიამ ეთერში ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელიც მისი თქმით, სუს-მა ივანიშვილისთვის მოამზადა. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი პირადი ცხოვრების ამსახველია. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელ გურამ იმნაძეს შორის. ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.