ეკონომიკის ასეთი ზრდა ბევრგან არ არის, ეს მართლაც არის უპრეცედენტო ზრდა - ღარიბაშვილი

02.08.21 11:55
ეკონომიკის ასეთი ზრდა ბევრგან არ არის, ეს მართლაც არის უპრეცედენტო ზრდა - ღარიბაშვილი

პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მაღალია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთის მხრივ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპი, როგორიც არის ჩვენს ქვეყანაში და გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ზოგადად ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის, ეს მართლაც არის უპრეცედენტო ზრდა", - თქვა ღარიბაშვილმა.