საბჭოთა, წითელი შინაარსის ოლიგარქის საცეცებია - ხატია დეკანოიძე ფარულ მოსმენებზე

02.08.21 13:03
საბჭოთა, წითელი შინაარსის ოლიგარქის საცეცებია -  ხატია დეკანოიძე ფარულ მოსმენებზე

ხელისუფლების მხრიადნ ტოტალური მოსმენები არ უკვირს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსაც კი არ ენდობა. 

ფიქრობენ, რომ ყველას კონტროლით შესაძლებელია ძალაუფლების შენარჩუნება. ეს არის ბოლო ფაზა, როდესაც შიგნიდან ლპება უკვე ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილი რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსაც არ ენდობა, ეს ხომ ახალი არ არის. საბჭოთა, წითელი შინაარსის ოლიგარქის საცეცებია, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 
 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას აწარმოებდა და  ბიძინა ივანიშვილისთვის  ანგარიშებს ამზადებდა. საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ ეთერში ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელიც, მისი თქმით, სუს-მა ივანიშვილისთვის მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია  პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.

გვარამიას თქმით, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.