ეს არის ტოტალური საბჭოთა მეთოდი - ეკა ბესელია ფარულ მოსმენებზე

02.08.21 13:09
ეს არის ტოტალური საბჭოთა მეთოდი - ეკა ბესელია ფარულ მოსმენებზე

პარტია „სამართლიანობისთის“ ლიდერი ეკა ბესელია ქვეყანაში ტოტალური მოსმენების შესახებ ინფორმაციას სახიფათოს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნულის პატიება ყველაფერთან შეგუებას ნიშნავს. 

თუ ხელისუფლებას ამას აპატიებ და მისცემ უფლებას, რომ შენ ტოტალურად გაკონტროლოს, გისმინოს, გითვალთვალოს და უკანონოდ ხელჰყოს შენი სივრცე, რომელიც კონსტიტუციით დაცულია, ეს ნიშნავს, რომ მას ყველაფრის უფლებას აძლევ. ეს ძალიან სახიფათო სტადიაა. ეს არის უმძიმესი, ეს არის ტოტალური საბჭოთა მეთოდი, რომელსაც კი არ დავემშვიდობეთ, უბრალოდ აწმყოში დიდი დოზით გაჩნდა,  - ამბობს ეკა ბესელია. 
 

 "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას აწარმოებდა და  ბიძინა ივანიშვილისთვის  ანგარიშებს ამზადებდა. საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ ეთერში ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელიც, მისი თქმით, სუს-მა ივანიშვილისთვის მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია  პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.

გვარამიას თქმით, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.