შარლ მიშელი გაოგნებულია - რაზე ესაუბრა პრეზინდეტი ოპოზიციას
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით შარლ მიშელი გაოგნებულია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში მისულ ოპოზიციის ლიდერებს უთხრა.
ევროპული საბჭოს პრეზინდეტის პოზიციის გასაცნობად სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები საახლეში დილიდან დაიბარა. პრეზიდენტს თავდაპირველად მძიმე საუბარი „ქართული ოცნების“ თავმდჯომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ჰქონდა, თუმცა შეხვედრიუს შემდეგ კობახიძეს მედიასთან კომენატი არ გაუკეთებია.
თავად მომიყვა ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ რამდენად გაოგნებული იყო და რამდენად აინტერესებდა რეალური მიზეზები იმისა, რაც მოხდა საქართველოში. როგორც მე შევამჩნიე, ამ საუბრებით, რომელიც ჩემთან ჰქონდა, თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციას, - ამბობს „გორჩის“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი.