კიდევ ერთი დასტური, რომ ივანიშვილს რუსეთთან ღრმა კავშირები აქვს - ვაშაძე TI-ის გამოძიებაზე

09.08.24 13:33
კიდევ ერთი დასტური, რომ ივანიშვილს რუსეთთან ღრმა კავშირები აქვს - ვაშაძე TI-ის გამოძიებაზე

კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ივანიშვილს რუსეთთან ღრმა კავშირები აქვს, - ასე აფასებს "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე TI-ის თანაავტორობით ჩატარებულ გამოძიებას, რომლითაც დგინდება, რომ ოლიგარქს რუსეთში დიდძალი ქონება აქვს. 

ოპოზიციონერი ლიდერი ივანიშილს ურჩევს, შეეშვას ქვეყანას და მისცეს საქართველოს საშუალება, რომ ევროოკავშირისკენ სვლა განაგრძოს. 

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მას ღრმა კავშირები აქვს კიდევ რუსეთთან. ზოგადად, შეეშვას ქვეყანას და დაუბრუნდეს საკუთარ რუსეთს. არავინ ედავება იმ ქონებაში, რომელიც რუსეთში აქვს, მთავარია, ქვეყანას შეეშვას, ჩვენ გაგვიშვას ევროკავშირში განვითარებისკენ. ვისაც რუსეთი უნდა, წავიდეს რუსეთში და იყოს იმ რუსეთში. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი სცენარი შეიძლება იყოს ის, რომ ის ფიქრობდეს რუსეთში დაბრუნებაზე. ჩვენ ამაში ხელს არ შევუშლით, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები. გამოძიება საერთაშორისო ჟურნალისტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩაატარეს. გამოძიების თანახმად, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი, გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.

მსგავსი სიახლეები