ივანიშვილის მოსკოვური ვილები- ოპოზიცია ოლიგარქს ტყუილში ამხელს

09.08.24 13:41
ივანიშვილის მოსკოვური ვილები- ოპოზიცია ოლიგარქს ტყუილში ამხელს

TI-ის თანაავტორობით ჩატარებული გამოძიების შემდეგ ოპოზიცია ბიძნა ივანიშილს ტყუილში ამხელს. დეპუტატი თამარ კორძაია ოლიგარქის 2012 წელს გაკეთებულ დაპირებას იხსენებს, სადაც ის ამბობდა, რომ ყველა ქონებას, რაც რუსეთში ჰქონდა, გაყიდდა. ოპოზიციის წევრის თქმით, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს მოსკოვში ქონებები ამ დრომდე აქვს და ახალსაც იძენს, არსებობს არაერთი მტიცებულება, რომ ოლიგარქს რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს. 


ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, 2012 წელს ის ამბობდა, რომ ყველა ქონებას, რაც აქვს რუსეთში, გაყიდის, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ გაყიდა, შეიძინა. მაინც და მაინც თუ ქონებით გვინდოდა იმის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს კავშირები რუსეთთან, ამითაც დასტურდება, მაგრამ მხოლოდ ამითი არ დასტურდებოდა. არაერთი სატელეფონო ზარი გამოაქვეყნა მედიამ იმის დამადასტურებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად არის რუსეთის ხელისუფლებლებასთან კავშირში, - ამბობს თამარ კორძაია. 
 

აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები. გამოძიება საერთაშორისო ჟურნალისტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩაატარეს. გამოძიების თანახმად, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი, გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი. 

მსგავსი სიახლეები