ხმაური პარლამენტში - დეპუტატების დაპირისპირების მიზეზი შარლ მიშელის დოკუმენტი გახდა
ხმაური პარლამენტში - ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დაპირისპირების მიზეზი შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაშლა გახდა. ოპოზიციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, რაზეც მმართველის გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ხელშეკრულებამ პოლარიუზაცია ვერ შეამცირა, რაც მისი ანულირების მიზეზი გახდა.
დეკლარირებული მიზანი იყო ამ შეთანხმების ის, რომ პოლარიზაცია შემცირებულიყო. პოლარიზაცია შეამცირეს? აქტორი ამ შემტხვევაში და გადამწყვეტი არის ნაცმოძღაობა, აქედან გამომდინარე, თქვენ ვერ უზრუნველყავით პოლარიზაციის შემცირებამ, ანუ მიზანს ამ ხელშეკრულებამ ვერ მიაღწია, ამიტომ არის მარტივად ეს შეთანხმება ანულუირებული, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სხდომაზე ოპოზიცია ასევე, დაინტერესდა აპირებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, რაზეც „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.