პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

02.08.21 14:25
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ  გიორგი კალანდარიშვილი 83 ხმით დაამტკიცა. პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და (81 მომხრე) და მაია ზარიძის (81 მომხრე) კანდიდატურები დაამტკიცა.

 ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატებს სულ მცირე 76 ხმა სჭირდებოდათ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა არჩევა ვერ მოხერხდა.